კახა მიქაია სამეგრელოს გუბერნატორის კაბინეტში გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს ასაჯაროებს

“ედიშერ თოლორაია და ლაშა გოგია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას აშანტაჟებდნენ და უახლოეს გარემოცვას და სხვებსაც შონიას კაბინეტში გადაღებული ფოტოებით უმტკიცებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადაგომის შემდეგ, იგი უმალვე კვირიკაშვილის ნავში გადასკუპდა და უღალატა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შონია, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნა, შემდეგ კი – გუბერნატორად,“ – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ, რომელმაც ზემოხსენებული ფოტოებიც გადმოგვცა.
“ისე, ამ ისტორიაში მთავარი ის კი არაა, შონიას მაგიდაზე გადაბრუნებული ედო ღარიბაშვილი-შონიას სურათი თუ ამ ბიჭებმა გადააბრუნეს, არამედ ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან ,,ოცნების” მაღალჩინოსნებსა და თანაგუნდელებს” – აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “თაიმერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

-ამ ამბის შესახებ მე დიდი ხანია ვიცი. უბრალოდ, ეს ფოტოები, რომლებიც 2016 წლის დასაწყისშია გადაღებული, მტკიცებულების სახით სულ ახლახან მოვიპოვე. ვიცი, როგორ აშანტაჟებდნენ მაშინდელი გამგებელი ედიშერ თოლორაია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას. შონიას კაბინეტში გადაღებუილი ფოტებით ისინი უმტკიცებდნენ თავის უახლოეს გარმოცვას და არამარტო მათ, რომ შონია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, უმალ გადასკუპდა კვირიკაშვილის ნავში და უღალატა ყოფილ პრემიერს, რომელმაც შონია ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნა, შემდეგ კი გუბერნატორად. ვფიქრობ, ამ სახის ფოტოების გადაღება
შონიას კაბინეტში სწორედ ასეთ მიზანს ემსახურებოდა და კიდევ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ, გუბერნატორის პოსტის დაუფლებისთვის არაადამიანური ჟინით შეპყრობილ ედიშერ თოლორაიას მთავრობის ახალი პრემიერისთის დაემტკიცებინა შონიას არასანდოობა და პატარა კაცობა.

-ბატონო კახა, შეგიძლიათ გვითხრათ საიდან გაქვთ ეს ფოტომასალა?

-თოლორაია-გოგიას გარემოცვიდან, თუმცა დღეს მათი გარემოცვის წევრები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს ფოტოები ჩემში მართლაც აღძრავს გონივრულ ეჭვს, რომ თოლორაია-გოგიას ტანდემმა და თანამზახველებმა თავად მოიფიქრეს და განახორციელეს შონია-ღარიბაშვილის სურათთან დაკავშირებული “კომბინაცია”, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფოტოების ისტორია სიმართლეს შეესაბამებოდეს.

-ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, რას წარმოაჩენს ეს ფაქტი საზოგადოებისთვის? რა არის ამ ისტორიაში მთავარი?

-ამ ისტორიაში მთავარი ის კი არაა, გადაბრუნებული იდო შონიას მაგიდაზე ღარიბაშვილი- შონიას სურათი თუ ამ ბიჭებმა გადააბრუნეს, არამედ ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან ,,ოცნების” მაღალჩინოსნებს და თანაგუნდელებს. ფოტოებთან დაკავშირებული ეს ისტორია საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს: ინტრიგანების, ჩამშვებების, მოშანტაჟეების და… ყველა ამ ,,ბედნიერებასთან” ერთად, ბრიყვების გუნდს, რომელიც კარიერისტული მიზნებიდან გამომდინარე ყველანაირ სიბინძურეზეა წამსვლელი და ხელისმომწერი.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორ ჰგავს დღევანდელი ხელისუფლება წინარეს, თუმცა საქმე ჯერ საწოლამდე არ მისულა და ,,ოცნების ხელისუფალთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები არ გასაჯაროებულა თავად ,,ოცნების” მაღალჩინოსანთა მიერ.

-ბატონო კახა, მათ შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ არის შონიას ოთახი… უკეთეს შემთხვევაში, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ….

-მათგან ყველაფერია მოსალოდნლელი საკუთარი თავი რომ გაამართლონ. რა თქმა უნდა, ისინი ამას  ყოველივეს უარყოფენ და იტყვიან, რომ ეს შონიას კაბინეტი სულაც არ არის ან დამაბრალებენ, მაგალითად ღარიბაშვილი- შონიას სურათის მოპარვას ან, სულაც, შონიას კაბინეტში “გუბერნიის შენობის” მეოთხე სართულის ფანჯრიდან შეღწევას, “სპეცოპერაციის” ჩატარებას და ისევ ფანჯრიდან გაუჩინარებას, მე ხომ ფანტომასი ვარ, ოღონდ წვერებიანი (იცინის).

banner
წინა სტატიაშიარაბული საოცრება – სამი ქვეყნის საერთო საინვესტიციო ქალაქი
შემდეგი სტატია„არანაირი ნდობის საფუძველი ამ გამოძიების მიმართ არ ჩნდება“ – მესამე სექტორი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს