ცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ იტალიელ მეწარმეებთან კონტაქტები დაამყარა

“იტალიელი მეწარმეები გეგმავენ ბიზნეს-პროექტების განხორციელებას სამხრეთ ოსეთში”, – განაცხადა 30 ოქტომბერს ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა.
“იტალიაში ვიზიტის დროს მე გავმართე შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან, რომლებმაც გამოთქვეს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის სურვილი ბიზნესის სფეროში”, – აღნიშნა მედოევმა.
მედოევის თქმით, ბიზნეს-გეგმები, რომლებიც იტალიელებმა მოამზადეს, ეხება სოფლის მეურნეობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებას.
ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო “Рес”.

banner
წინა სტატიაშირუსეთის 50 სუბიექტს აქვს აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა ეს მის განვითარებაზე ვერ აისახა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: მე შენ გუბერნატორი მეგონე და ,,მალიარი ყოფილხარ ბიჭო”!!!