კახა მიქაია ცოტნე გამსახურდიას მოწოდებას ეხმაურება

გიხაროდენ!!!

ცოტნე გამსახურდია სამეგრელოს მოუწოდებს
,,ახლა ხომ გამოჩნდა ცხადად, რატომ გააუქმეს თვითმმართველობები? იმდენად ღრმა უკანალში არიან ქოცნი, გუბერნატორის მოადგილის გარდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დასანიშნი ვერავინ ნახეს! მხოლოდ ადმინისტრაცილი რესურსის მობილიზაციის იმედად არიან, დღესვით ნათელია…
აქვე დავამატებ: ვისაც სამეგრელოში კონსტანტინე გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას თუ ამ სიტყვების ავტორის პატივისცემა და სიყვარული შერჩენია, ხმა არ მისცეს ამ ქვეყნის დამანგრევლებს, კორუფციონერებს, მოდერნიზებულ შევარდნაძის ნომენკლატურას!”-ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად დავით კოდუას დანიშვნის ფაქტს.
რამდენი საათის წინ, ცნობილი გახდა რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბს დავით კოდუა უხელმძღვანელებს-ინფორმაცია “თაიმერს” თავად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც რამდენიმე დღეა სამეგრელოში იმყოფებიან.
მინდა, ცოტნე გამსახურდიას მოწოდებას გამოვეხმაურო.
ბატონო ცოტნე!


ვაქვეყნებ ფოტოს, სადაც, რ2-ის სამეგრელოს კორესპონდენტი, ,,მადამ” ემა გოგოხია და თქვენგან დაწუნებული, სამეგრელოს გუბერნატორის კასირი-მოადგილე, ერთ დროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ,,თანამებრძოლის,” შემდეგ, ცნობილი ნაციონალის და ამჟამად ,,ოცნებაში” პორტირებული (შვილთან ერთად)ოთარ კოდუას ვაჟი დავით კოდუა, არიან ,,წამოჭიმულნი.”
ეს ფოტო, ჩემმა მეგობარმა დავით სორდიამ, ამასწინათ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რის გამოც, ,,შეურაცხყოფილი” ოთარ კოდუა, თქვენს მონამორჩილს ქალაქის ცენტრში, არც მეტი არც ნაკლები, ნაჯახით დამემუქრა და ჩემთვის ერთი ადგილის წათლას დამპირდა!
როგორც იტყვიან, სასწაულებრივად გადავრჩი.
,,ინციდენტს,” აწუკვე ,,ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი დათო კოდუა გამოეხმაურა: ,,მამაჩემი კი დაემუქრა მიქაიას მაგრამ, მხოლოდ ტარითო”!!!
საკვირველია ღმერთმანი, როგორ აპირებდა მხოლოდ ტარით, ,,ჯონჯოლია”-კოდუა ჩემთვის იმ ადგილის წათლას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.(დაზიანება შეეძლო, რასაკვირველьია.)
ბატონო ცოტნე, სანამ ის ტარი, ,,ქოცნებას” მოხვედრია მისთვის საყვარელ და ერთობ მნიშვნელოვან ადგილას, მანამ, თქვენ და ჩვენ, მეგრელებს, – ,,დუდს ვემკობჭვებდან.” (ქართულად-თავი არ გვეტკინოს)-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ა/რ მთავრობის და “საუნჯის” წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა