აფხაზეთის ა/რ მთავრობის და “საუნჯის” წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ

სამეგრელო – ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ  მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაცია ” საუნჯის ” თანამშრომლებთან ერთად დევნილთა რამდენიმე კოლექტიურ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო იმ სახელმწიფო პროექტების გაცნობა, რომლებიც ხორციელდება ამ უწყების მიერ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე დევნილი ოჯახი მესამე სექტორის მხარდაჭერით მიიღებს დამატებით შემოსავალს. “საუნჯის” წარმომადგენელმა მამუკა შენგელიამ აფხაზეთიდან დევნილებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა გაეროს მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს იგი დაპირდა “უფასო კონსულტაციას და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მათი ხელმისაწვდომობის ხარისხის ამაღლებას”. შეხვედაზე გადაწყდა, რომ რამდენიმე ოჯახი ჩართული იქნება გრანტის მოპოვების პროცესში.

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი ნარმანიამ ქვაჩახია სადისტურად აწამა და მოკლა! (ფოტო)
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ცოტნე გამსახურდიას მოწოდებას ეხმაურება