ვლადიმერ პუტინმა მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა

რუსეთის მოსახლეობის 72 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას კვლავაც მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემდა.

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფოს ღალატისთვის მსჯავრდებული ორი პატიმარი – მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა, – შესაბამისი ბრძანება რუსეთის საკანონმდებლო ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ორივე მსჯავრდებული სოჭის მცხოვრებლები არიან და ბრალი ედებოდათ 2008 წელს ომის დროს, რკინიგზაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ქართველი ნაცნობებისთვის ინფორმაციის სმს-ით მიწოდებაში.

მარინა ჯანჯღავას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა როსტოვის სასამართლომ 2014 წლის 12 მაისს მიუსაჯა, ანიკ კესიანს კი 8 წელი, კრასნოდარის სასამართლომ 2015 წლის 17 აგვისტოს.
პრეზიდენტმა მსგავს სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ერთი ქალი პატიმარი 12 მარტს შეიწყალა.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია ცოტნე გამსახურდიას მოწოდებას ეხმაურება
შემდეგი სტატია„პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი“ – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)