კადიროვი ჩეჩენის ტრანსპორტში მოქცევით აღშფოთდა-მამაკაცმა ბოდიში მოიხადა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი აღშფოთდა. ვიდეოში მამაკაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდას თუნუქის ქილას ესვრის და ამასთანავე, ჩეჩნეთის სპორტული კლუბის “ახმატის” სლოგანს ამბობს.
მოგვიანებით,მამაკაცმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ბოდიშს იხდის. მამაკაცი, რომლის სახე არ ჩანს (და რომელიც, როგორც ჩანს, ვიდეოს იღებდა) მის პირდაპირედ მჯდომ ახალგაზრდას ქილას ესვრის და ამბობს ფრაზას “ახმატი – ძალაა”. ახალგაზრდა უხერხულად იშმუშნება. შემდეგ მამაკაცი ხმამაღლა ეუბნება მას “მოკეტე!”

“ძალიან რთულია გამაბრაზო და მდგომარეობიდან გამომიყვანო. მაგრამ დღეს შემს აღშფოთებას საზღვარი არა აქვს” – ამის შესახებ კადიროვმა საკუთარ “ტელეგრამზე” დაწერა. მან ბოდიში მოუხადა ახალგაზრდას, რომლის “ღირსებასაც შეეხნენ” და გამომწერებს სთხოვა მამაკაცის კოორდინარტები დაედგინათ.

“გთავაზობ დაუყოვნებლივ, ახლავე გამომეხმაურო და პირველივე რეისით, სადაც არ უნდა იყო, გროზნოში შენს ოჯახთან ერთად გამოცხადდე” – კადიროვმა მამაკაცს მიმართა და მას რამდენიმე საათი მისცა გამოსახმაურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, “მწარე სინანულს” დაპირდა. “ისეთებს, როგორც შენ ხარ, უფლება არა აქვთ ჩეჩენი ერქვას. მაგრამ შენც აღგზრდით! დარწმუნებული ვარ!” – დაასკვნა კადიროვმა.

მისი პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც მამაკაცი კამერაში ბოდიშს იხდის მომხდარის გამო.
“საღამო მშვიდობის. ჩემი უღირსი საქციელის გამო ბოდიში მინდა გადაგიხადოთ, რომელიც ავტობუსში ჩავიდინე… ძალიან მეჩხუბნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ჩემი მშობლები. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ჩემი უღირსი საქციელის გამო” -განაცხადა მამაკაცმა
.

banner
წინა სტატიაშიწელს 9 თვეში იმაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს, ვიდრე 2017 წელს მთლიანად
შემდეგი სტატიაკონსტანტინოპოლი უკრაინაში ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნას იწყებს – ისტორიული გადაწყვეტილება