წელს 9 თვეში იმაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს, ვიდრე 2017 წელს მთლიანად

მიმდინარე წლის იანვრიდან პროფესიული საქმიანობის გამო 57 ჟურნალისტი მოკლეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთლიანად 2017 წელს, როცა 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა საკუთარ პროფესიას. გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი სამხედრო კონფლიქტის ზონებში დაიღუპა – ამის შესახებ “დოიჩე ველე”წერს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი 13 ჟურნალისტი ავღანეთში მოკლეს , მექსიკაში – 6. სამი ჟურნალისტი მოკლულია- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ათი სამოქალაქო ჟურნალისტი დაიღუპა და ოთხი – ჟურნალისტის ასისტენტი.
ამდორისთვის, სხვადასხვა ქვეყნებში დაპატიმრებულია 155 პროფესიონალი ჟურნალისტი, მათ შორის, თურქეთსა და ეგვიპტეში 27-27. რუსეთში – 4, უკრაინაში კი ორი.

banner
წინა სტატიაშიფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა
შემდეგი სტატიაკადიროვი ჩეჩენის ტრანსპორტში მოქცევით აღშფოთდა-მამაკაცმა ბოდიში მოიხადა