კონსტანტინოპოლი უკრაინაში ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნას იწყებს – ისტორიული გადაწყვეტილება

“კონსტანტინოპოლი უკრაინაში ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნას იწყებს – მსოფლიო პატრიარქის წმინდა სინოდის ისტორიული გადაწყვეტილება” – ასეთი სათაურით უკრაინული “სენსორი” მსოფლიო პატრიარქის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდმა უკრაინის საეკლესიო თემებზე იმსჯელა და მათ დადასტურდეს მსოფლიო პატრიარქის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, ასევე დაადგინეს, რომ კიევში აღდგეს მსოფლიო პატრიარქის სტავროპიგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა, გაუქმდეს 1686 წლის სინოდის წერილის ვალდებულებები, რომელიც იმ დროის აუცილებლობით იყო განპირობებული და რომლითაც მოსკოვის პატრიარქს უფლება ეძლეოდა კიევის მიტროპოლი დაენიშნა. ასევე, წერილი მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ობიექტების მისაკუთრებისაგან, ასევე, ძალადობრივი აქტის ნებისმიერი გამოხატვისგან.

 

https://youtu.be/CnLAl9x2fV8

 

banner
წინა სტატიაშიკადიროვი ჩეჩენის ტრანსპორტში მოქცევით აღშფოთდა-მამაკაცმა ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია