ჯვრის მონასტრის სკანდალური საქმე – სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, მამა კონსტანტინე ჯინჭარაული დუმილს არღვევს

ჯვრის მონასტრის სკანდალური საქმე – სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, მამა კონსტანტინე ჯინჭარაული მონასტრის დახურვასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას “კურიერთან” აკეთებს.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

სასულიერო პირის თქმით, 2 წლის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვდნენ, თუმცა პასუხად უმოქმედობას იღებდნენ. მამა კონსტანტინე ჯინჭარაული, გარე მოვაჭრეების ბრალდებებსაც უარყოფს, თითქოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ვაჭრობის მხრივ რაიმე ინტერესი ჰქონდა.

„21 წელი აქ ვარ ხო? ეგ რომ მდომოდა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით? გავაკეთებდით 10-ჯერ უკეთეს შენობა-ნაგებობებს და სადაც იქნებოდა კაპიტალურად ყველაფერი. მაგის ინტერესი რომ მქონდეს. გადაწყვეტილების მიღება რომ მოხდა, მე მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, თქვენი პასუხი იქნება „დაკეტილია ტაძარი, მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა იცის მცხეთის მერმა.“ რატომ მიგვიყვანეს მაგ ზომამდე? მიღებული ფორმით ვთხოვდით 2 წელი, რომ ეს გაეკეთებინათ. ამბობს ახლა მცხეთის მერი, კაპანაძე, მაბრალებენო. კი არ ვაბრალებთ, უმოქმედობას ვაბრალებთ. კი არ ვაბრალებთ, ეგრეც არის. ვიყავით პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძეს დაურეკა მაშინ, უთხრა რომ ეს პრობლემა ჯვრის მონასტერზე მას ეხებოდა და რაღაც უნდა ვიღონოთო, გავაკეთოთო, რომ იქ მოწესრიგდეს. მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა,“ – აცხადებს მამა კონსტანტინე ჯინჭარაული.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ ხდებიან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი”
შემდეგი სტატიასუს-ის მიერ დაკავებული გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი, გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავია