სუს-ის მიერ დაკავებული გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი, გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავია

გურიის გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელიც დღეს სუს-მა დააკავა, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ახლო ნათესავია. გურამ ასათიანი კორუფციული სკანდალიდან 1 წლის შემდეგ დააკავეს. სათიანის ყოფილი თანამშრომლები გისოსებს მიღმა იმყოფებიან.

სუს-ის ცნობით, გურამ ა.-მ 2018 წლის იანვარში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უკანონო ქმედებაში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები.

“კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს,”- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯვრის მონასტრის სკანდალური საქმე – სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, მამა კონსტანტინე ჯინჭარაული დუმილს არღვევს
შემდეგი სტატიანანა ხუნჯუა – ძალისხმევას არ დავიშურებ, პროკურატურის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი