,,საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ ხდებიან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი”

საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ ხდებიან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ხუთწლიანი რეფორმის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2013 წლის მაისში მთავრობას იდეები გაიზიარა, ჩვენ მაშინ დავადექით პროკურატურის გაძლიერების, დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური დაცულობის გზას. გვახსოვს, რომ იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის მაისში მოიხსნა საპროკურორო უფლებამოსილებები და სამინისტრომ, ჩემი ინიციატივით, მთავრობას 2015 წელს წარუდგინა რეფორმა, რომ შექმნილიყო საპროკურორო საბჭო, შექმნილიყო პროკურორთა კონფერენცია. ამის შემდეგ იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც საპროკურორო საბჭო აიყვანა კონსტიტუციურ რანგში. ამაში დიდი როლი ითამაშა უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა და დღეს ჩავატარეთ ბოლო საპროკურორი საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ავირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი. მინდა, მივულოცო ეს დამოუკიდებლობა ყველა პროკურორს და გენპროკურორს, ბატონ შალვას. ვუსურვებ მათ იმ პრინციპების შესაბამისად მუშაობას, რომელიც კანონში ჩავწერეთ. ეს გახლავთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სამართლიანობა, კომპეტენტურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭომ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩია.

banner
წინა სტატიაში„კანონი უნდა შეასრულონ, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია“ – ჯვრის მონასტრის წინამძღვარი
შემდეგი სტატიაჯვრის მონასტრის სკანდალური საქმე – სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, მამა კონსტანტინე ჯინჭარაული დუმილს არღვევს