ჯოზეფ ბორელი -SWIFT-ის სისტემას კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი დატოვებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი გაითვალისწინებს „მეტი რუსული ბანკის“ გაძევებას გლობალური SWIFT ქსელიდან, – სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„საბანკო სექტორში კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი იქნება, რომლებიც SWIFT-ს დატოვებენ,“ – აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მომავალ შეხვედრაზე იქნება მიღებული. აღსანიშნავია, რომ ასეთი შეხვედრები 10 და 16 მაისს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ ISIS-ის წევრობაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქში, რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა