დონეცკის ოლქში, რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის ოლქში, დილის 05:00 საათიდან რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ. დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების შემაჯამებელ ინფორმაციაში უკრაინის რეგიონებში 3 მაისის 08:00 საათისთვის შექმნილი ვითარების შესახებ.

მათივე ცნობით, დონეცკის ოლქში მუდმივად იბომბება ლიმანი და ავდეევკა. გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია ფრონტისპირა ზონებიდან. ევაკუაციის პროცესი ასევე გრძელდება მარიუპოლიდან.

ლუგანსკის ოლქში რუსული ჯარის მთავარი ძალისხმევა კონცენტრირებულია რუბეჟნაიასა და პოპასნაიაზე კონტროლის დამყარებაზე.

ღამით მტერი კვლავ ბომბავდა ხარკოვს, ვითარება რთული რჩება ხერსონის ოლქში.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი -SWIFT-ის სისტემას კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი დატოვებს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – როცა წლების განმავლობაში უშედეგოდ იმუქრები აქციებით, ამას საზოგადოება ხედავს და „ომის პარტიას” რომ პერსპექტივა აღარ აქვს