თბილისის საქალაქო სასამართლომ ISIS-ის წევრობაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, თბილისის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.

“საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფო”-ში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.
ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით”, – წერია უწყების განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი -SWIFT-ის სისტემას კიდევ უფრო მეტი რუსული ბანკი დატოვებს