ჯონსონის განცხადებით, 300 მილიონი ფუნტის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, უკრაინას უახლოეს კვირებში, დამატებით იარაღს გაუგზავნიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 300 მილიონი ფუნტის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს კვირებში, დამატებით იარაღს გაუგზავნის.

ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას Brimstone-ის რაკეტებსა და Stormer-ის საზენიტო სისტემებს მიაწვდის. მისივე თქმით, უკრაინას ჯავშანტექნიკასაც გაუგზავნიან, იმისთვის, რომ განახორციელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია თავდასხმის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან.

ბორის ჯონსონმა უკრაინელ დეპუტატებს ასევე განუცხადა, რომ მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს რადარებს, რომელიც უკრაინას დაეხმარება თავიდან აიცილოს არტილერიით ქალაქების დაბომბვა, ასევე უკრაინული ძალებისთვის დრონებისა და ღამის ხედვის ათასობით მოწყობილობის მიწოდებას.

ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, დახმარების ეს პაკეტი ხელს შეუწყობს გაერთიანებული სამეფოს მიზანს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ისე გაძლიერებას, „რომ ვერავინ გაბედოს მასზე თავდასხმა.“

banner
წინა სტატიაშირუსეთის აგრესია და ომის დაწყება არის “გეოსტრატეგიული მომენტი” ევროპისთვის, რომელიც მოითხოვს უფრო ფუნდამენტურ პასუხს, ვიდრე სანქციები, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებაა – შალენბერგი
შემდეგი სტატიათქვენი ბედის გამგებლები თავად ხართ, არავის შეუძლია და არ უნდა დაუწესოს რამე უკრაინელებს, ჩვენ თქვენი მაგალითით ვიხელმძღვანელებთ – ჯონსონი