რუსეთის აგრესია და ომის დაწყება არის “გეოსტრატეგიული მომენტი” ევროპისთვის, რომელიც მოითხოვს უფრო ფუნდამენტურ პასუხს, ვიდრე სანქციები, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებაა – შალენბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა Financial Times-ს განუცხადა, რომ რუსეთის აგრესია და ომის დაწყება არის “გეოსტრატეგიული მომენტი” ევროპისთვის, რომელიც მოითხოვს უფრო ფუნდამენტურ პასუხს, ვიდრე სანქციები, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ბლოკს განიხილოს მეზობელი ქვეყნებისთვის “საერთო ბაზრის ნაწილებზე” სწრაფი წვდომის მინიჭება.

“24 თებერვალი [რუსეთის შემოსევის თარიღი] იყო წყალგამყოფი და მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. არ უნდა მივყვეთ ძველ გზებს, არ მივყვეთ იმავე შაბლონს, რომელსაც ვიყენებდით ევროკავშირში ყოველი გაწევრიანების დროს”,- თქვა მან.

შალენბერგმა მოუწოდა ბრიუსელს “ახალი ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ დაიკარგოს რიცხვებში, კანონებისა და დეტალებში” ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, არამედ აღიაროს, რომ ახალი ქვეყნების წევრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც “რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის აუცილებლობა”

“აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არ მუშაობს. ის გაქრა” – თქვა შალენბერგმა და აღნიშნა, რომ უნდა გადახედონ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მთლიან კონცეფციას.

banner
წინა სტატიაშიაზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაჯონსონის განცხადებით, 300 მილიონი ფუნტის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, უკრაინას უახლოეს კვირებში, დამატებით იარაღს გაუგზავნიან