თქვენი ბედის გამგებლები თავად ხართ, არავის შეუძლია და არ უნდა დაუწესოს რამე უკრაინელებს, ჩვენ თქვენი მაგალითით ვიხელმძღვანელებთ – ჯონსონი

თქვენი ბედის გამგებლები თავად ხართ. არავის შეუძლია და არ უნდა დაუწესოს რამე უკრაინელებს. ჩვენ გაერთიანებულ სამეფოში თქვენი მაგალითით ვიხელმძღვანელებთ,- ასე მიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტს.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინას 2014 წელს არ დაეხმარა.

„ჩვენ ვიცით, რა მოსდით ადამიანებს, რომლებიც ამ თავდამსხმელის კლანჭებში რჩებიან. ჩვენ, თქვენი მეგობრები, თავმდაბლები უნდა ვიყოთ იმის მიმართ, რაც მოხდა 2014 წელს, რადგან უკრაინაში პირველი შეჭრა პირველად მაშინ მოხდა, როცა ყირიმი უკრაინას წაართვეს და დაიწყო ომი დონბასში. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ერთობლივად ჩავიჭერით სანქციების დაწესებაში, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მაშინ უნდა აგვემოქმედებინა“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიჯონსონის განცხადებით, 300 მილიონი ფუნტის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, უკრაინას უახლოეს კვირებში, დამატებით იარაღს გაუგზავნიან
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს