ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

კიევში ორ დღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი იმყოფება. ჯო ბაიდენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და უკრაინელ პოლიტიკოსებს ხვდება.

მოგვანებით ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან.

ხვალ კი შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა. ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სრულ მხარდაჭერას და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთზეც მორიგ განცხადებებს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშილატვიის მთავრობა გადადგა
შემდეგი სტატიარატი ამაღლობელი ხელისუფლების წევრთა პოზიციას პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე, ფარისევლობად აფასებს