ლატვიის მთავრობა გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები თანამდებობებს ტოვებენ.

მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა დააკმაყოფილა.

ლატვიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მთავრობის მეთაურობისთვის იმ მძიმე მომენტში, როცა ამის სურვილი არავის ჰქონდა.

რა გახდა პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის ლატვიის ყოფილი პრემიერის მთავრობა რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება