ჯო ბაიდენი – აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“

აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ კონფლიქტი ქვეყანას ფინანსურ და ჰუმანიტარულ ხარჯს მოუტანდა.

„აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირს. რა მოხდება, თუ უძლიერესი ძალა, ნატო, ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, ჩამოშორდება რუსეთის აგრესიას? თუ მოკავშირეები მას არ უპასუხებდნენ, თქვენ დაინახავთ ქაოსს ევროპაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გაზის ფასის ზრდის გამო ქვეყანაში პოლიტიკური რისკები არსებობს, ბაიდენმა გაანცხადა: „მე ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მთავარია არა ჩემი გადარჩენაა პოლიტიკაში, არამედ ის, თუ რა არის საუკეთესო ქვეყნისთვის“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა
შემდეგი სტატიახიდაშელი – ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში