(VIDEO) “ივანიშვილს პირადი მონაცემების გაგზავნა არ სურდა”-პანამის ოფშორის ახალი დეტალები

ივანიშვილი

თქვენ ჩაგვაგდე ჭაობში ბატონო ბიძინასაქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და მოსაკ ფონსეკას პანამის სათაო ოფისს შორის შემდგარი ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ არაერთი მოთხოვნისა და სოლიდური ჯარიმის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი კომპანიას საკუთარი პასპორტის ასლს არ უგზავნიდა. ამის შესახებ განცხადებას გადაცემა აქცენტებთან პროექტ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალური დირექტორი დევიდ ბლოსი აკეთებს. დევიდ ბლოსი ნინო ბაქრაძესთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა იმ მასალებს, რომლებიც 2011-2015 წლებში მოსაკ ფონსეკას ოფისებს შორის მიმდინარე მიმოწერასა და მასზე მიმაგრებულ დოკუმენტებს მოიცავს. ბლოსი ყვება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ცდილობდა თავი აერიდებინა პასპორტის ასლისა და სხვა მონაცემების გაგზავნისგან. თუმცა დევიდ ლოსის განცხადებით, ის კომპანია ლინდენ მენეჯმენტზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან მისი თქმით, დოკუმენტებში არ მოიპოვება ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც კომპანიის საქმიანობას ნათელს მოჰფენს.

„ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში არაფერია ისეთი, რაც ნათელს მოჰფენდა კომპანიის საქმიანობას. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა სწორედ ეს კითხვები გაუგზავნა შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, თუ არ ვცდები 4 მარტს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ის რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა ჩვენი კომპანიის წარმომადგენელს. დაჰპირდა პასუხების გადმოგზავნას, მაგრამ პირობა დღემდე არ შეუსრულებია,“-აცხადებს ბლოსი.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალური დირექტორი დევიდ ბლოსისთვის გაუგებარია, რატომ უკრძალავდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი საკუთარ წარმომადგენლებს პასპორტისა და პირადი მონაცემების კომპანიისთვის გადაგზავნას.

„არ ვიცი ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ამ ინფორმაციას ბევრი ადამიანი გაეცნო ჩვენს ორგანიზაციაში და ყველა მათგანი კითხულობდა, ნეტავ რაშია საქმე, რა არის ამის მიზეზი. ელექტრონული მიმოწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებმა რადენჯერმე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ კლიენტს არ სურდა პასპორტის ასლის გაგზავნა და ბოლოს ისიც იკითხეს, რა მოხდებოდა თუკი პასპორტის ასლს საერთოდ არ გადააგზავნიდნენ, რაზეც მოსაკ ფონსეკა პანამის სათაო ოფისიდან პასუხი მიიღეს, რომ ამ შემთხვევაში მათ უზარმაზარ ჯარიმას დაუწესებდნენ, რადგან მსოფლიო შეიცვალა, კანონები შეიცვალა და ოფშორული ბენეფიციარი მფლობელის პასპორტის ასლის გასაჯაროება აუცილებელი გახდა,“-განაცხადა პროექტ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის რეგიონალურმა დირექტორმა დევიდ ბლოსიმ.

სხვადასხვა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში არსებული კომპანია ლინდენ მენეჯმენტის მეშვეობით, ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია RAFROT PHARMACEUT CAL -ში წილს ფლობს.

ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ 2016 წელს ივანიშვილმა დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარი, შვეიცარულ ბანკ კრედიტ სვისის ანგარიშიდან, სწორედ რაფტორთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების გამო დაკარგა, თუმცა მის მიერ 2012 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ იყო ნახსენები ბანკ კრედიტ სვისის ანგარიშზე შენახული ეს თანხა.

კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ოფშორში დარეგისტრირებული არაერთი კომპანია, რომლებიც საქართველოში შვილობილ კომპანიებს ფლობენ. მაგალითად კომპანია VANITIY OVERSEAS LTD, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას სამშენებლო კომპანია შპს ბურჯი, ასევე შპს ავიასერვისი და შპს აკვაცენტრი ეკუთვნის. შპს ბურჯის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ექსპრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრი. საინტერესოა კიდევ ერთი ოფშორული კომპანია, რომლიც ასევე ბიძინა ივანიშვილის სახელებთან არის დაკავშირებული -პანამაში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL -ია, რომელიც საქართველოში შპს ოლდ სითი დეველოპმენტს ფლობს. ეს კომპანია პროექტ პანორამა თბილისის ახორციელებს. ექსპრემიერმინისტრთან ასოცირებული ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებს საქართველოში ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი, თუმცა არც ერთი კომპანიის დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილის გვარი ოფიციალურად არ ფიგურირებს.

https://youtu.be/nODmXjG8RWw

banner
წინა სტატიაშიP.S. – დაყადაღებული მანქანები და ყოფილი პრემიერის სიმამრი
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე:რატომ მიდის ბიზნესი ოფშორში?