კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა. ეს უკვე მ-7 ოპოზიციონერია, რომელიც ოხანაშვილის “სანქციების” სამიზნე გახდა. მიზეზად მან რეგლამენტის დარღვევა და მიკროფონის გარეშე საუბარი დაასახელა.

დარბაზში ხმაური იყო – “რუსი ხარ…ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს

ცოტა ხნის წინ ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა “მოქალაქეების” წევრი ქეთევან თურაზაშვილი. იქამდე კი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე.

იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა – მდინარაძე
შემდეგი სტატიარუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებს სოსო ფხაკაძეც შეუერთდა