იტალიის ვიცე-პრემირმა ფაშისტური ეპოქის პოეტის ციტატა მოიყვანა

იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემირმა მატეო სალვინიმ სამშაბათს ეზრა პაუნდის ციტატა მოიყვანა, რომელიც ფაშისტების მიმართ დიდი სიმპათიით იყო ცნობილი. “თუკი ადამიანს არ სურს საკუთარი იდეების გამო გარისკოს, ან მისი იდეები არ ვარგა, ან თვითონ” – სალვინიმ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ორქიდეების ფოტოების თანხლებით.

ამერიკელი პოეტი და ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის თაყვანისმცემელი ეზრა პაუნდი ცნობილი იყო ებრაელების მიერ კრიტიკული გამოსვლებით. ის მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. იტალიის ყველაზე ცნობილ ნეოფაშისტურ ჯგუფ Casa Pound-ს პოეტის პატივსაცემად აქვს სახელი აღებული.

სალვინი პირველად არ ციტირებს ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიული პირებს. ივლისში ვიცე-პრემიერმა ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი დაიმოწმა ციტატით.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთი უკრაინას განათლების სისტემის მოდერნიზაციისთვის 1,2 მილიონ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიათებერვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვართან 31 პირი დააკავეს