ჩეხეთი უკრაინას განათლების სისტემის მოდერნიზაციისთვის 1,2 მილიონ ევროს გამოუყოფს

ჩეხეთის მთავრობა უკრაინას 1,2 მილიონ ევროს გამოუყოფს განათლების სისტემის მოდერნიზაციისთვის – შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა – უკრაინული მედია წერს. თანხები გათვლილია 2019-2021 წლებისთვის და ის სამი მიმართულებით დაიხარჯება: განათლების სისტემის რეფორმა, უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობა და სასწავლო დაწესებულებების დახმარება. თანხის ნაწილი 2015-2018 წლებში იგივე პროგრამით გამოყოფილი დახმარების გაგრძელება იქნება.

banner
წინა სტატიაში„ღარიბაშვილი არის ძველმანი, სხვა თამაში ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ აქვს” – სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაიტალიის ვიცე-პრემირმა ფაშისტური ეპოქის პოეტის ციტატა მოიყვანა