თებერვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვართან 31 პირი დააკავეს

“თებერვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარებთან 31 პირი დააკავეს. მათგან 14-მა დაარღვია სახელმწიფო საზღვარი, 17-მა – სასაზღვრო რეჟიმი” – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, პირებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით სასაზღვრო ზონის გადაკვეთას აპირებენ, თან უნდა ჰქონდეთ პასპორტი, სამსახურეობრივი მოწმობა, არასრულწლოვანთათვის დაბადების მოწმობა და დაიცვან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები. ასევე, სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, აუცილებელია ნებართვის აღება – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ვიცე-პრემირმა ფაშისტური ეპოქის პოეტის ციტატა მოიყვანა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ღარიბაშვილის დაბრუნების მიზანი ბიძინა ივანიშვილის “ცხოველების ფერმაში” ერთგვარი ბალანსის დაცვაა