იტალიელი პილოტი თვითმფრინავის კატასტროფით იმუქრებოდა, თუკი მას ცოლი დატოვებდა

იტალიელი პილოტი თვითმფრინავის კატასტროფით იმუქრებოდა, თუკი მას ცოლი დატოვებდა

იტალიელი პილოტი ცოლს დაემუქრა, რომ თუკი ის მას მიატოვებდა, მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ააფეთქებდა – Il Fatto Quatidiano წერს. აქვე აღნიშნულია, რომ ცოლ-ქმარს შორის დიალოგი აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
გაზეთის მონაცემებით, ცოლ-ქმრის ურთიერთობის შესახებ სამართალდამცველებმა იცოდნენ – მათ ცოლმა რამდენიჯერმე მიმართა ქმრის მუქარების გამო.
რეისი რომი-ტოკიოს შესრულებამდე, სადაც დაახლოებით 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ქმარმა ცოლს მუქარის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ქალმა მაშინათვე აეროპორტის ადმინისტრაციას აცნობა შეტყობინების შესახებ.
გაზეთის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ეს მხოლოდ მუქარა ყოფილიყო, თუმცა, აეროპორტმა მამაკაცი სამსახურიდან დაითხოვა და ფსიქოთერაპიის კურსებზე გააგზავნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე “რესპუბლიკურმა პარტიამ” განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ქორწინების საკითხი სპეკულაციის საგანი ხდებოდა