გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე “რესპუბლიკურმა პარტიამ” განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება უნდა დაიწყოს, რომელიც ქორწინებას ეხება.

კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, კონსტიტუციაში აღნინიშნოს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

“პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის, ერთ-ერთი უმთავრესია – ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მაამკაცის ერთობის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტებით, საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. “რესპუბლიკურმა პარტიამ” განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რაც არა საკითხის შინაარსის, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს ეხება”,-განაცხადა კვირიკაშვილმა

მისივე თქმით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ცოტა ხნის წინ, მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, რომ ის დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია, რაც შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით გამყარდა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გიდასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც დისკრიმინაციის ყველანირი ფორმის მიუღებლობას, აღკვეთას გულისხმობს. ამავდროულად, გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა, ქორწინება გარანტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონით, კონსტიტუციის დონეზე”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიBrent-მა 40 დოლარს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაიტალიელი პილოტი თვითმფრინავის კატასტროფით იმუქრებოდა, თუკი მას ცოლი დატოვებდა