ზვიად კვაჭანტირაძე: ქორწინების საკითხი სპეკულაციის საგანი ხდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ქორწინების საკითხზე პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზი ამ თემაზე დისკუსია და აზრთასხვადასხვაობა იყო.

კვაჭანტირაძის თქმით, ქორწინების საკითხი სპეკულაციის საგანი ხდებოდა, ამიტომ, კოალიციამ ჩათვალა, ამომრჩეველთა ნება დაეკმაყოფილებინა.

“ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხზე დისკუსია უნდა დაგვეწყო აუცილებლად და დავაანონსეთ კიდეც, რომ დღეს, ერთადერთი საკითხი გვექნებოდა განხილვის საგნად. ვფიქრობ, ვალდებულები ვართ ამომრჩევლებსი წინაშე, იმ სიტუაციაში, როდესაც აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ამომრჩევლის ნების გამოხატულებაა და ძალიან ბევრი ცდილობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხის მიმართ ყველა ხერხი გამოიყენოს საკუთარი პარტიკულარული ინტერესის დასაკმაყოფილებლად. მიდის ბევრი სპეკულაცია, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ამ საკითხის ინიცირება დავიწყოთ დღეს”,-განაცხადა კვაჭანტირაძემ

კითხვაზე, შეძლებს თუ არა კოალიცია პრალემენტში საჭირო ხმების მოპოვებას, კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ამაზე კოალიციას ბევრი მუშაობა მოუწევს.

“მოგვიწევს ამაზე მუშაობა, გვაქვს დიდი იმედი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც სცდება პარტიულ ინეტერსებს და არის ეროვნული ინტერესების შემცველი. ეს უბრალო სამუშაო არ იქნება, მაგრამ ჩვენი მხრიდან მცდელობას არ დავაკლებთ, რომ საკითხი პარლამენტში გავიდეს და მივიღოთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება”,-განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას კოალიცია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს.

კვირიკაშვილის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია – ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიელი პილოტი თვითმფრინავის კატასტროფით იმუქრებოდა, თუკი მას ცოლი დატოვებდა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის დაპირისპირება ამოწურულია”