იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა

იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივის გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა, რის გამოც 250 000 მგზავრი დაზარალდა, – ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გაფიცვული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდა და უკეთესი სამუშაო პირობებია.

როგორც მედია წერს, გაფიცვა მოიცავს ქვეყნის ყველა აეროპორტს.

რომის და ვინჩის აეროპორტში 200-მდე ფრენა გაუქმდა. ასევე გაუქმდა ასობით ფრენა მილანის, ვენეციისა და ნეაპოლის მთავარ აეროპორტებში.

ავიაკომპანიებმა რამდენიმე დღით ადრე აცნობეს მგზავრებს ფრენების გაუქმების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში, სტიქიის შედეგად, სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფლების ნაწილს, წყალმომარაგება ხვალიდან აღუდგება
შემდეგი სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 237 680 სამხედრო დაკარგა