რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 237 680 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 16 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 500 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 5 რუსული ტანკი და 18 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 237 680;
​ტანკი – 4 107;
ჯავშანტექნიკა – 8 026;
საარტილერიო სისტემა – 4 481;
სარაკეტო სისტემა – 681;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 425;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 310;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 820;
საკრუიზო რაკეტები – 1 273;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 044;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
​სპეციალური აღჭურვილობა – 666.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა