იტალია ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს შეუერთდა

იტალიამ შაბათს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც შეუერთდეს პეკინის ინიციატივას “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ იტალია “შვიდის ჯგუფიდან” პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივას იზიარებს.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი და იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონცე მონაწილეობდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მემორანდუმის 29 ცალკეულ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტს მხარს უჭერენ საბერძნეთი, პოლონეთი და უნგრეთი. გერმანია და საფრანგეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება დასრულდა
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიციის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია