ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება დასრულდა

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ გამოძიება, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებდა, დასრულდა. მან მასალები ქვეყნის გენერალურ პროკურატურას გადასცა. მოხსენების შინაარსი, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ისინი უკვე გაეცნენ დოკუმენტს. მიულერმა კონფიდენციაური მოხსენება აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელს გადასცა.

ბარმა თქვა, რომ შეისწავლის დასკვნებს, რომელიც სპეცპროკურორმა გააკეთა და შესაძლოა, ძირითადი მტკიცებულებები კონგრესის ორივე პალატის იურიდიულ კომიტეტებს გადაუგზავნოს.

banner
წინა სტატიაშივინმემ არ იფიქროს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტიდან მოსულია და რაღაცას „აპრავებს“…
შემდეგი სტატიაიტალია ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს შეუერთდა