სირიის ოპოზიციის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილმა “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” განაცხადეს, რომ “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია. “სირიის დემოკრატიული ძალები ავრცელებენ, რომ ე.წ. ხალიფატი განადგურებულია და ტერიტორია ასი პროცენტით გაწმენდილია “ისლამური სახელმწიფოსგან” – ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსტაფა ბალიმ “ტვიტერში” გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ტერორისტებთან უკანასკნელი ბრძოლა სოფელ ბაგუზში მოხდა.

თავიანთი ძალაუფლების პიკზე “ისლამურ სახელმწიფოს” 88 კვადრატული კილომეტრი ეკავა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე.
მიუხედავად განადგურების შესახებ ინფორმაციისა, დაჯგუფებას ისევ გააჩნია კავშირები მსგავს ჯგუფებთან რეგიონსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, იენემში, ავრანეთში, ფილიპინებსა და ნიგერიაში – “ბიბისი” წერს.

გუშინ, პარასკევს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებტან შეხვერდრაზე თქვა, რომ “ისლამური სახელმწიფო” 100%-ით განადგურებულია. ამ დროისთვის ტერორსტები ჯერ კიდევ სოფელ ბაგუზში იყვნენ გამაგრებულები.

banner
წინა სტატიაშიიტალია ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს შეუერთდა
შემდეგი სტატიაქართული ოცნების ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია