ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 63 ბავშვია.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, 1 530 ადამიანი დაშავდა.

ისრაელში ამბობენ, რომ ღაზას სექტორში დაღუპულებს შორის სულ მცირე 150 ადამიანი პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო, სამოქალაქო მსხვერპლი კი ძირითადად „ჰამასის“ მიერ შეცდომით ნასროლმა რაკეტებმა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პარტიებთან, სულ თვითონ არ იყოს პრინცის როლში
შემდეგი სტატიასაქართველოში ყახაზური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა