ხვიჩია – სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პარტიებთან, სულ თვითონ არ იყოს პრინცის როლში

სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას უკრაინაში შეხვედრის შეფასებისას.

„ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინც და მაინც სააკაშვილის დიდი მონატრება არ ჩანს, თავისით ვერ ჩამოდის, მარტო ვერც მის პარტიას ჩამოჰყავს, მხოლოდ იქით დადიან.

იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრას რაღაცა ტიპის მარილი აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი – შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა