საქართველოში ყახაზური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა

26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე ყაზახეთიდან გამომძიებლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ასელ აიტპაევას ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ისინი ქართულ მხარესთან საქმის მასალებს გაეცნობიან და ინფორმაციას გაცვლიან.

გარდაცვლილი გოგოს დედის ადვოკატის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთში გამოძიება ტრეფიკინგის კუთხით მიმდინარეობს, ყაზახურ მხარეს, შესაძლოა უფრო მეტი მტკიცებულებები ჰქონდეს.

“ჩემი ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი გუშინ გამოფრინდა და დღეს უკვე საქართველოში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათი საქართველოში ყოფნა და ქართველ სამართალდამცველებთან ერთად მათი მონაწილება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რადგან ყაზახეთში საქმე ტრეფიკინგის ბრალდებით წავიდა, თავისთავად ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება აქვს ამ კუთხით ყაზახეთს და გარკვეულ წილად, ქართულ მხარეს დაეხმარება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. გაცვლიან ინფორმაციებს და ალბათ უფრო სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება”,-თქვა ნინო ანდრიაშვილმა.

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, გარდაცვლილის გოგოს დედა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მურად მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში პროდუქტი საგანგაშოდ გაძვირდა – ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში 34-ე ადგილზეა