ისრაელი 700 ათას დოზა ვაქცინას სამხრეთ კორეას გადასცემს

ისრაელმა სამხრეთ კორეასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომელიც ქვეყნისთვის 700 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის დაუყოვნებელ გადაცემას გულისხმობს. “ეს უპრეცენდენტო ვარიანტია: სამხრეთ კორეა ჩვენი არსებული მარაგიდან ვაქცინას მიიღებს, ჩვენ კი იგივე დოზას მათგან მომავალი მომარაგებიდან მივიღებთ” – სამშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება “ისარელის სახელმწიფოს დაეხმარება იმაში, რომ მას ვაქცინის მარაგი ჰქონდეს”. გამოცემა Jerusalem Post-ი აზუსტებს, რომ სამხრეთ კორეას 700 ათასი დოზა ვაქცინა 1 მილიონი მარაგიდან გადაეცემა, რომელსაც ვადა ივლისის ბოლოს გასდის. ამის სანაცვლოდ კორეა ისრაელს ვაქცინას მიმდინარე წლის სექტემბერში ან ოქტომბერში დაუბრუნებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კორძაძე – ევროკავშირის დროშა დაწვეს კი არა, ილია მოკლეს ამ ქვეყანაში ერთი საუკუნის
შემდეგი სტატიაპორტუგალიის პრემიერმა პანდემიის მეოთხე ტალღის შესახებ განაცხადა