ზვიად კორძაძე – ევროკავშირის დროშა დაწვეს კი არა, ილია მოკლეს ამ ქვეყანაში ერთი საუკუნის

“ევროკავშირის დროშა დაწვეს კი არა, ილია მოკლეს ამ ქვეყანაში ერთი საუკუნის წინ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი აზრები არ მოსწონდათ.

სულ რაღაც 35-40 წლის წინ, წიგნები, ფილმები, სპექტაკლები იყო აკრძალული იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შინაარსი არ აკმაყოფილებდა.

მარტო იმაზე აპელირება, ახლა ხომ 21-ე საუკუნეა არაფერს შველის. 21-ე საუკუნეა ჩრდილოეთ კორეაშიც, ირანშიც და სირიაშიც.

არასდროს ამ ქვეყანაში განათლების სისტემა არ ყოფილა მართლა პრიორიტეტული.
პოლიცია იყო, ჯარი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები …
ყველაფერი გარდა განათლებისა.
ეპოქას როცა
,, ვეფხისტყაოსანი “ ცუდ და საშიშ წიგნად მიაჩნდათ და დღევანდელობას მხოლოდ განათლების დონე განასხვავებს, თორე ადამიანი მაშინაც და ახლა ზუსტად ერთნაირი იბადება.

საქართველოს განათლების სისტემა არის ბიზნესი და ფულის კეთების საშუალება მეტი არაფერი. აქ დიდი და მსხვილი წერტილია სამწუხაროდ და სანამ ამაზე საუბარი არ დაიწყება და არაფერი შეიცვლება, იმის თვლას ვინ რომელ აქციაზეა მეტი ან ნაკლები მივიდა თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

ბიბლიოთეკის შექმნას ბევრი განათლებული ადამიანის შრომა ჭირდება, დაწვას ერთი გაუნათლებელიც მოახერხებს ” – აცხადებს ზვიად კორძაძე.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ კუჭავამ პარალმენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა
შემდეგი სტატიაისრაელი 700 ათას დოზა ვაქცინას სამხრეთ კორეას გადასცემს