პორტუგალიის პრემიერმა პანდემიის მეოთხე ტალღის შესახებ განაცხადა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო.
“ქვეყანა ისევ ამ რთული პანდემიის წინაშე დგას, ჩვენ მეოთხე ტალღის წინაშე ვართ. და ჩვენ არ შეგვიძლია ყურადღება მოვადუნოთ, მოვდუნდეთ, ეს ვაქცინაციის პროცესის ნამდვილ დაჩქარებას მოითხოვს ჩვენგან. მომავალი ორი კვირა ჩვენ დიდ ძალისხმევას მივმართავთ ვაქცინაციისკენ” – თქვა კოშტამ.

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე პორტუგალიაში დღიურად კორონავირუსის 2 ათასი შემთხევვა ფიქსირდება. რამდენიმე ქალაქში კოემენდანტის საათიც არის შემოღებული, მათ შორის დედაქალაქში.
პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების 892,7 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ათასი პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიისრაელი 700 ათას დოზა ვაქცინას სამხრეთ კორეას გადასცემს
შემდეგი სტატიამერკელი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში ხედავს