ისლამურმა სახელმწიფომ ავღანეთში რადიო-სადგური “ხალიფატის ხმა” გახსნა

12395251_1668390203445980_587547370_nისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა რადიოსადგური “ხალიფატის ხმა” ჩაუშვეს ავღანეთის აღმოსავლეთით ნანგარხანის პროვინციაში – ამის შესახებ The International Business Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსტრემისტებმა ეთერში ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადებები გაავრცელეს. ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებენ გაწევრიანდნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში. მაუწყებლობა FM დიაპაზონზეა და მთელს პროვინციას ფარავს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, “ხალიფატის ხმა” ბოევიკებს გადაბირებაში ეფექტურად დაეხმარება.

მიმდინარე წლის აპრილში, ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტ-რადიო “ალ-ბაიანი” გახსნა, რომელიც ინგლისურენოვანი იყო. გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფო ყოველთვიურ ჟურნალ Dabiq-ს უშვებს, სადაც ისინი რელიგიასა და იდეოლოგიაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ვიცოდით, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები პროკურატურაში დაკითხეს