ზურაბ აბაშიძისთვის ცნობილი იყო რუსეთის მხრიდან სავიჟო რეჟიმის მოხსნაზე პუტინის გადაწყვეტილება. ეს განცხადება პრემიერის სპეციალურმა წარმოადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პუტინის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
,,გვქონდა ინფორმაცია, გვისაუბრია ამ თემაზე რუსეთის მხარესთან და ვიცოდით, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად გვესახება“, – განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნას ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაასაქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.