ირანმა ისრაელს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში დასდო ბრალი

ირანის მთავრობამ ისრაელს ნათანზეს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში დასდო ბრალი, რომელიც ამერიკული სანქციების მოხსნის შემდეგ თეირანის პოზიციას უკავშირდება -ამის შესახებ  ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა 12 აპრილს განაცხადა. წერს  “დოიჩე ველე”.

უწყების წარმომადგენელი საპასუხო ზომებით იმუქრება.

ობიექტზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე ჭერი ჩამოინგრა, გარდა ამისა, პრობლემა შეექმნა ელექტროენერგიის მიწოდებას.

ნებისმიერი მცდელობა, ირანთან ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის ჩაშლაზე, აბსოლუტურად მიუღებელია – ბრიუსლეში გამოსვლისას ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა. მისი აზრით, აუცილებელია ინციდენტის საგულდაგულო გამოძიება და დადგენა, თუ ვინ დგას მის უკან.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკიევი: რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საზღვართან და ყირიმში 80 ათასი სამხედრო განათავსა
შემდეგი სტატიამაჰაჩყალაში ნავალნის შტაბის წარმომადგენლები დაიკარგნენ