მაჰაჩყალაში ნავალნის შტაბის წარმომადგენლები დაიკარგნენ

მაჰაჩყალაში დაიკარგა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ედუარდ ატაევი. ის უკანასკნელად საკუთარ სახლთან გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე ნახეს. “ედუარდი ხაზზე არ გამოდის. ვცდილობთ გავარკვიოთ რა მოხდა” – 12 აპრილს შტაბის “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

მოგვიანებით მოძრაობა “დაღესტნის დამკვირვებლების” კოორდინატორმა რუსლან ახაჩლიმ გაავრცელა, რომ დაკარგულია, ასევე, ნავალნის შტაბის კოორდინატორის ასისტენტი მურად მანაპოვი. “სახლიდან გავიდა და კავშირი მაშინათვე დაიკარგა” – “დოიჩე ველე” წერს.
პოლიციის განყოფილებებში აცხადებენ, რომ არც ერთი დაკარგულთაგანი მათთან არ არის.

banner
წინა სტატიაშიირანმა ისრაელს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაბიძინა კულუმბეგოვი: მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩინური ვაქცინის აღიარება