კიევი: რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საზღვართან და ყირიმში 80 ათასი სამხედრო განათავსა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე განათავსა, იმავე რაოდენობის სამხედროა გადასროლილი ყირიმში – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იულია მენდელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებების შესახებ შეთავაზება თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია. “ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგზე უარის თქმას არ ნიშნავს” – მენდელმა თქვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინას ვენის დოკუმენტის შეუსრულებლობაში დასდო ბრალი, რომელიც უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერებისკენ არის მიმართული და რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა. მოსკოვს გაეგზავნა მოთხოვნა ახსნა-განმარტება გააკეთოს უკრაინის საზღვართან და ყირიმში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

აშშ-მ და ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებმა რუსეთი უკრაინის საზღვართან და ყირიმში სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულეს. ისინი რუსეთისგან სიტუაციის განსამუხტავად დაუყოვნებლივ მოქმედებებს მოითხოვენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიექსკლუზივი-„ოცნება“ შეთანხმებაზე ცალმხრივად აპირებს ხელის მოწერას
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში დასდო ბრალი