ირანი სირიაში სამხედროების რაოდენობას 60 000-მდე ზრდის

irani ertiმას შემდეგ,რაც საუდის არაბეთმა თავისი არმიის ნაწილები განალაგა თურქეთის სამხედრო ბაზა „ინჯირლიკ“-ში და იორდანიის საზღვართან, ირანმა მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი სამხედროების რაოდენობა სირიაში 60.000-მდე. სხვადასხვა ინფორმაციით, დღეისათვის სირიაში დაახლოებით 8000 ირანელი სამხედრო იმყოფება („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, „ალ-ყუდსი“, „ბასიჯი“).
ირანის „ალ-ყუდსი“-ს მიერ კონტროლდება შემდეგი შიიტური გასამხედროებული ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან ბაშარ ასადის მხარეს: „ალ-ნოჯაბას მოძრაობა“, „ორგანიზაცია ბადრი“, „ასაებ აჰლ ალ-ჰაქი“, „ქათაიბ-ე ჰეზბოლა“, „იმამ ალის ბატალიონები“, „აბოლფაზლის ბრიგადა“, „ხორასანის ბრიგადა“ და სხვა.

2016 წ. იანვარ-თებერვალში, ფაქტიურად გაორმაგდა შიიტი მოხალისეების მონაწილეობა სირიაში, ძირითადად ავღანეთიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან.
აღსანიშნავია ერთი დეტალი – ჩრდილო ალეპოს სამხედრო კამპანიაში სირიის სამთავრობო არმია აქტიურად არ მონაწილეობს, რადგან მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე მდებარეობს არის ლატაკიის პროვინციის ჩრდილო ნაწილის სრილი გაკონტროლება.

სპეციალურად “თაიმერისთვის” ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი:”პავლიკ მოროზოვს გააოცებს თქვენი წითელი აზროვნება”
შემდეგი სტატიაუცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო უწყება მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს