ირმა ინაშვილი:”პავლიკ მოროზოვს გააოცებს თქვენი წითელი აზროვნება”

აგულაშვილი არის პროვოკატორი

დავით ბერძენიშვილი, იგივე პოლიტიკური ხვრელი: “უკადრებელი, ძალიან მწვავე კამათის დროსაც კი, არ მიკადრებია”-ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი “რესპულიკურ პარტიას”

ირმა ინაშვილი: "ხელისუფლება თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება"

“რაღა უნდა იკადროთ იმაზე მეტი, რაც იკადრეთ და რასაც კადრულობთ: სოხუმი და ცხინვალი საქართველოს ნაწილად არ მიგაჩნიათ. ნატოს პერსპექტივა სამუდამოდ დამარხეთ. სხვათა შორის, რუსეთის სასარგებლოდ! არჩევნების სამართლიანობის იდეას დააფურთხეთ. მხარს მუდმივად უჭერთ ყოველივე ანტიქართულს, ანტიეროვნულს. ვაჭრობთ ხან რუსებთან, რაც სოზარ სუბარმა “კავკასიის” ეთერშიც გაახსენა დავით უსუფაშვილს, ხან- ამერიკელებთან. გგონიათ, რომ მარადიულად შეძლებთ ივანიშვილის სახელით ტივტივს საქართველოს ხელისუფლებაში. ვიმეორებ: ნატოაfერისტები და, ზოგადად, აfერისტები ხართ, ვითომ პროდასავლურები. სინამდვილეში კი, პავლიკ მოროზოვს გააოცებს თქვენი წითელი აზროვნება. მარტო მამას კი არა, დედასაც გაყიდით. მაგალითი? რამდენიც გინდათ. სტუკაჩოვობის პერიოდს ამჯერად არ გავიხსენებ. თუნდაც, თეორია, რომ თოფაძე ცუდია და მრეწველთა პარტია- კარგი, რომ თოფაძეს უნდა გაემიჯნოს მრავალი წლის მეგობარი ტყემალაძე. ესაა წითელი აზროვნება, სხვა კი არაფერი?! თქვენ ისიც არ გესმით, რომ კაცი მეგობრის გვერდით უნდა იდგეს მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო ამ მეგობრის წინააღმდეგაა და ეს მაგალითი გაჩვენათ ზურა ტყემალაძემ. აქაც ზნეობრივად მოგიგოთ თოფაძისა და ტყემალაძის ურთიერთობამ. კოალიცია “ქართული ოცნების” დეკლარირებულ ღირებულებებს თოფაძემ კი არ უღალატა, თქვენ უღალატეთ და ძველი თანამებრძოლის- სააკაშვილის გზას დაადექით. მიშა იყავით და მიშად დარჩით. იმდენი სიცოცხლე და სიხარული ქართველ ხალხს, რაც თქვენ ანტიკოალიციური განცხადებები გიკეთებიათ. ღარიბაშვილის გადადგომამ ისე გაგახარათ, ლიმონმაც ვერ მოგიკლათ ბედნიერების განცდა. ყველას წასვლას ურჩევთ. ყველას წასვლით ხარობთ. იმას კი არ ელოდებით, რომ გაბრაზდება, ძალიან გაბრაზდება ეს ქართველი ხალხი და სამუდამოდ გაგგვით არა მარტო საქართველოს ხელისუფლებიდან, რომელიც პრაქტიკულად უზურპირებული გაქვთ, არამედ პოლიტიკური სივრციდან. მაშინ ვერც ივანიშვილი გიშველით (და არ გიშველით) და ვერც ამერიკის ელჩი. ზუსტად ვიცი, სადაც გაიქცევით: რუსებთან!”-წერს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური  მდივანი ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდაუჯერებელი ამბავი-კომპანიამ ჯერ სამუშაოები შეასრულა, შემდეგ ტენდერი წააგო
შემდეგი სტატიაირანი სირიაში სამხედროების რაოდენობას 60 000-მდე ზრდის