ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდის

ირანი, ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთის შესავიწროებლად, ევროპულ მომხმარებლებს ბარელ ნავთობს 6,55 დოალრად მიაწვდის. თუმცა, საუდის არაბეთი იგივე საქმეს მხოლოდ 4,85 დოლარად ასრულებს.

Gazeta.Ru-ს მიხევით, საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დღევანდელი კონკურენციის შედეგად, ევროპის ნავთობის ბაზარზე არსებული შემოთავაზებები უკანსკნელი 7 წლის მანძილზე უმცირეს ნიშნულებს აღწევს.

ამასთან, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ნავთობზე უფრო მაღალი ფასის არსებობის შემთხვევაში, ირანულ „შავ ოქროზე“ უფრო დიდი ფასდაკლება იქნებოდა.

ირანის და საუდის არაბეთის მსგავსი სტრატეგია ოპეკის წევრ ქვეყნებს ხელს უშლის საერთო გადაწყვეტილების მიღებაში.

სანამ ეს ამბავი ცნობილი გახდებოდა Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ისევ დაეცა და ბარელზე 28 დოლარს შეადგინა.

 

წყარო: bfm.ge

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე “გაზპრომის” საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა
შემდეგი სტატია“ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, ჩვენ დამკვეთი გვაინტერესებს” – ასმათ ხარძიანის პირველი კომენტარი