“ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, ჩვენ დამკვეთი გვაინტერესებს” – ასმათ ხარძიანის პირველი კომენტარი

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის დედა ასმათ ხარძიანი პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია დამკვეთის ვინაობის დადგენა.

„ვიცოდით, რომ ვიღაც მოტიციკლეტით მოვიდა და მოკლა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ შეუკვეთა მკვლელობა. ეს ისედაც ვიცოდით, რომ უცხოელი მოვიდა და მოკლა. დაბნეულები ვართ. ვარაუდის საფუძველზეც ვერ ვამბობ, ვინ შეიძლება იყოს დამკვეთი“, – ამბობს „იმედთან“ საუბრისას ასმათ ხარძიანი.

ბესიკ ხარძიანის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვები კვლავ არსებობს