კახი კალაძე “გაზპრომის” საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა

ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტში არ მივა.

ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აწერს.

„თქვენი 2016 წლის 15 იანვრის N256/3-16 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობასა და სს „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების 2016 წლის 21 იანვარს დაგეგმილ გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის დასწრებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კახა კალაძე, გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, ვერ დაესწრება საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, კახი კალაძის პარლამენტში მისვლას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: არავისთვის ხელი არ დამირტყამს, რომელი რემბო მე მნახეთ
შემდეგი სტატიაირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის