ირანი ევროკავშირს ურანის გამდიდრების გაძლიერებით ემუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზაფირმა ევროკავშირს აშშ-ს სანქციების კომპენსირებისკენ მოუწოდა, რომელიც ამერიკამ ირანის წინააღმდეგ შემოიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეირანი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება ირანის ატომური პროგრამის შესახებ მხოლოდ “შეზღუდულად” დაიცვას – Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ პასიურობა და მოქმედება დაიწყონ, თქვა ზაფირმა და აღნიშნა, რომ თუკი ეს ასე არ მოხდება, ირანის პასუხი აუცილებლად შეთანხმებიდან გასვლა არ იქნება. შესაძლებელია, ირანმა საპასუხოდ დაშვებულზე მეტი ურანის გამდიდრება დაიწყოს. ის ევროკავშირს, ასევე, მოუწოდებს აამოქმედონ ე.წ. აშშ-ს სანქციებისგან დაცვის კანონი (Blocking Statute), რომელიც 1996 წელს კუბას, ირანსა და ლიბიისადმი ამერიკის სანქციების ფონეზე იქნა მიღებული.
2018 წლის აგვისტოში ძალაში მისი აქტუალიზირებული ვერსია შევიდა. ის ევროპული თანამეგობრობის ტერიტორიაზე ვაშინგტონის ირანთან მიმართებაში დაწესებულ სანქციებს არამოქმედად აცხადებს და ევროპულ კომპანიებს ჯარიმებისგან იცავს. ირანელი მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროპა “აშშ-ს ბრძანებებს არ დაემორჩილება”.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს თვალში თითი ატაკა
შემდეგი სტატიასკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია